Saturday, May 15, 2010


პროექტი გამოფენა

ჩემი მიზანია მოსწავლეებთან ერთად გავაკეთო გამოფენა და შემოსული თანხით გავარემონტო საკლასო ოთახი, რომელიც საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია.
თავდაპირველად გავაკეთებ პროექტის ზუსტ გეგმას რას და როგორ ვაპირებ, შევკრიბავ ყველა გამოფენის მონაწილეს დავყობ მათ ჯგუფებად იმის მიხედვით თუ რამდენი იქნებოდნენ რიცხობრივად, თითოეულ ჯგუფში თანაბარი რაოდენობით. ავარჩევდი თემას- რა თემაზე უნდა შეექმნათ ნახატები და მივცემდი მათ 20 დღეს დავალების შესასრულებლად. წახალისების და უფრო მეტი ინტერესის მისაცემად ჯგუფებს შორისაც გავმართავდი პატარა შეჯიბრს, ის ჯგუფი რომელიც უფრო კარგად იმუშავებდა წავიდოდა თეატრში სპექტაკლზე. საუკეთესო ჯგუფი აირჩეოდა შემდეგი კრიტერიუმებით: საქმისადმი პასუხისმგებლობით, რა დროში შექმნეს მათ ნამუშვრები, როგორი ორგანიზებულია მათი გუნდი. ისტ- ის გამოყენებით გავაკეთებ მონაწილეების სიას და საუკეთესო ნამუშევრებს ავარჩევ, სანამ საუკეთესო ნახატები გაიყიდება- ის გამოიფინება სკოლის შესასვლელში 5 დღის განმავლობაში იმ ხალხისთვის - ვინც გამოფენაზე მოსვლას ვერ ახერხებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ნახატების ხილვის. ასევე დაგვჭირდება ამ ნამუშევრები ფოტოებიც რომელსაც გადაიღებს ერთ- ერთი ჯგუფის წევრი. ყველა ფოტო გამოიფინება ჩვენი კლასის კუთხეში.
ასევე გვჭირდება სხვადასხვა რესურსები, რომელსაც მოვიძიებთ დირექტორის დახმარებით ან სკოლის საქმეთა მმართველთან. ამის შემდეგ მოსწავლეებს დავავალებთ კომპიუტერში შეიტანონ ყველა ფოტო და თან დაურთონ მოკლე აგწერა. რათა სხვა სხვა სკოლის მოსწავლეებმაც ნახონ მათი ნამუშევრები.173
საუკეთესო ნამუშევრები აირჩევა ჟიურის მეშვეობით და ასევე მოსწავლეებსაც ექნებათ ხმის მიცემის უფლება. ჟიურიში იქნებიან სკოლის დირექტორი, განათლების სამინისტროდან მოვიწვევთ რესურსცენტრის წარმომაგდენელს, სკოლის ხატვის მასწავლებელი და სასწავლო ნაწილი. გამოფენის დასრულებამდე გვექნება სრული აღწერა რა თანხა სჭირდება საკლასო ოთახის გარემონტებას. თუ გამოფენიდან შემოსული თანხა აღემატება ჩვენს მიერ მიღებულ ციფრს, დარჩენილი თანხით დავეხმარებით მრავალშვილიან ოჯახს, რომლის ერთ -ერთი წევრიც იქნება ჩვენი მოსწავლე.

ხატია მარკოზაშვილი
(მეორე კოლოქვიუმის მე-2 დავალება)
2010 წ.
(234 სიტყვა )

No comments:

Post a Comment