Saturday, May 15, 2010


თიხა
(საცდელი პროექტი)

მე გავეცანი ყველა პროექტს და ავირჩიე საცდელი პროექტი ”თიხა”. ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო და მრავლისმომცველია. პირველ რიგში საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეებისათვის ხელოვნების და ისტორიის შესასწავლად. ეს პროექტი აერთიანებს რამოდენიმე საგანს-ისტორიას, გეოგრაფიას, ხელოვნებას, კერამიკას და ხატვას.
თავდაპირველად მოსწავლეებს დავავალებთ ინტერნეტით მოიძიონ ყველაფერი თიხის შესახებ- რაში გამოიყენება, რომელი საუკუნიდან ჩნდება ისტორიულ წყაროებში, რა ნივთები მზადდებოდა თიხისგან და როგორ ამუშავებდნენ ამ მასას და ა.შ. ამით გავიგებთ როგორ მუშაობს მოსწავლე ინტერნეტში და შეუძლია თუ არა მასალის მოპოვება. თიხას იყებდნენ უხსოვარი დროიდან პირველყოფილი ადამიანები და აკეთებდნენ ხელოვნების ნიმუშებს. უამრავ ადგილას არქეოლოგიური გათხრებისას სწორედ თიხის ნივთების აღმოჩენის შემდეგ დაადგინეს სად იყო იმ დროის ცივილიზაცია. ამ ყველაფრის მოძიების შემდეგ მოსწავლე გაეცნობა საქართველოს ისტორიას. შეიძლება ეს პროექტი გამოვიყენოთ გეოგრაფიაშიც, იმ კუთხეების მიხედვით თუ სად იყო თიხის ნივთები აღმოჩენილი, საქართველოს რომელ კუთხეში. მოსწავლე ხალისით და ინტერესით შეისწავლის ამ ორი საგნის სხვადასხვა თემებს.
ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა არის ხელოვნება. თიხაზე მუშაობა არის ხელოვნების ორი დარგის გაერთიანება ესენია- ხატვა და კერამიკა. მასწავლებელს შეუძლია დაავალოს მოსწავლეს მოიძიოს თიხის ნივთები და შემდეგ თავად გააკეთოს შეძლებისდაგვარად რაიმე, ნიმუშის მიხედვით. თუმცა სანამ თიხით მუშაობას დაიწყებს ბავშვი ეს ნივთი უნდა დახატოს და ამით ის ეჩვევა ხატვას და ეზიარება ხელოვნებას, ხატვა ყველა ბავშვის განვითარებაში ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. შეგვიძლია ბავშვები წავიყვანოთ საქართველოს ისტორიის მუზეუმში და ვანახოთ არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი უძველესი თიხის ნივთები, ეს მათთვის გათრობაც იქნება და ბევრ სიახლესაც გაიგენებ მათი ქვეყნის შესახებ. მოსწავლეების წახალისების მიზნით შეგვიძლია ჩავატატაროთ გამოფენა სკოლაში და გამარჯვებულს გავაცეთ პრიზად რაიმე თიხის ლამაზი ნივთი. ან შევთავაზოთ მათ ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა და შემოსული თანხით წავიყვანოთ კლასი ექსკურსიაზე ან რომელიმე თეატრში. ამით უფრო მოიხიბლება ბავშვი და მოტივაცია ექნება დავალება შეასრულოს, რადგან ყველა ბავშვის საყვარელი საქმიანობაა ექსკურსია და გართობა.
ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსწავლეს განუვითარდება კვლევა - ძიების უნარი, და მიიგებს განათლებას ზემოთ ჩამოთვლილ საგნებში თან რაც მთავარია ხალისით და ინტერესით.

ხატია მარკოზაშვილი
ll-კურსი
30.04.2010.

No comments:

Post a Comment