Thursday, May 27, 2010



ტაძრები
(საცდელი პროექტი)

მე გავეცანი ყველა პროექტს და ავირჩიე საცდელი პროექტი ”ტაძრები”. ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო და პატრიოტული რაც ძალიან აკლია დღევანდელ თაობას. კარგი საშუალებაა მოსწავლეებისათვის არქიტექტურის და ჩვენი ქვეყნის ისტორიის (ისტორიული ძეგლების) შესასწავლად. ეს პროექტი აერთიანებს რამოდენიმე საგანს-ისტორიას, გეოგრაფიას, არქიტექტურას.
თავდაპირველად მოსწავლეებს დავავალებთ ინტერნეტით მოიძიონ ყველაფერი საქართველოში მდებარე უძველესი ტაძრების შესახებ- რომელია მათ შორის ყველაზე დიდი ხნის აშენებული, რომელი საუკუნიდან იწყება საქართველოში ტაძრების აშენება და როდის მივიღეთ ქრისტიანობა, ასევე რომელ ტაძარში რა სიწმინდეა დაცული და რომელი მეფე სად არის დასაფლავებული, რა ისტორიულ მოვლენას უკავშირდება ამ ტაძრის აგება, როგორი არქიტექტურული ნამუშევარია, რა ბრძოლები აქვს გადატანილი და საქართველოს რომელ კუთხეში მდებარეობს. ამით გავიგებთ როგორ მუშაობს მოსწავლე ინტერნეტში და შეუძლია თუ არა მასალის მოპოვება. საქართველოში არ არის სოფელი, ქალაქი თუ ნაქალაქარი, რომ ერთი ტაძარი არ იდგეს, ამიტომ მასალა არის უამრავი და საინტერესო. ამ ყველაფრის მოძიების შემდეგ მოსწავლე გაეცნობა საქართველოს ისტორიას, უძველეს არქიტექტურულ ძეგლებს და უფრო მეტს გაიგებს მისი ქვეყნის შესახებ. შეიძლება ეს პროექტი გამოვიყენოთ გეოგრაფიაშიც, იმ კუთხეების მიხედვით თუ სად მდებარეობს ტაძარი, საქართველოს რომელ კუთხეში. მოსწავლე ხალისით და ინტერესით შეისწავლის თემებს.
ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა არის ჩვენი ქვეყნის ისტორია, რადგან თითქმის ყველა ტაძარი უკავშირდება რომელიმე მეფეს და მათ დროს გადატანილ ბრძოლებს. ბრძოლების დროს პირველი სწორედ ტაძრები ნადგურდებოდა. შეგვიძლია ბავშვები წავიყვანოთ საქართველოს ისტორიის მუზეუმში და ვანახოთ არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი უძველესი ნივთები რაც ტაძრებს უკავშირდება. მათთვის გათრობაც იქნება და ბევრ სიახლესაც გაიგენებ მათი ქვეყნის შესახებ. მოსწავლეების წახალისების მიზნით, შეგვიძლია მათ ვუთხრათ რომ თუ კარგად იმუშავებენ ამ თემაზე საუკეთესო მოსწავლის მიერ შერჩეულ ტაძარში წავიყვანდით კლასს ექსკურსიაზე. ამით მეტი სტიმული ექნებოდათ დავალების კარგად შესასრულებლად, ბავშვების საყვარელი საქმიანობა ხომ ექსკურსია და გართობა.




ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსწავლეს განუვითარდება კვლევა - ძიების უნარი, და მიიგებს განათლებას ზემოთ ჩამოთვლილ საგნებში თან რაც მთავარია ხალისით და ინტერესით.

ხატია მარკოზაშვილი
ll-კურსი
27. 05.2010.
2008 წლის საცდელი პროექტი

No comments:

Post a Comment