Wednesday, June 2, 2010


მე ვარ ხატია მარკოზაშვილი, ფსიქოლოგი, ილიან უნივერსიტეტის სტუდენტი. დავიბადე თბილისში, ვსწავლობდი 24 და ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკურ სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე შოთა რუსთაველის თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე სადაც ვსწავლობდი ერთი წელი, თუმცა შემდეგ მივხვდი რომ მსახიობობა ბოლომდე არ იყო ჩემთან ახლოს ამიტომ გადავწყვიტე თავიდან ჩაბარება ფსოქოლოგიის ფაკულტეტზე. ბავშობიდან ვმღელოდი და ვცეკვავდი, ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს თეატრში სიარული და გამოფენაზე ნახატების თვალიერება. ვაპირებ უნივერსიტეტის დამთავრების შემგედ ჩავაბარო მაგისტრატურაში, შემდეგ კი გავხსნა ქალთა კლუბი, სადაც ქალებს რომლებსაც აქვთ პრობლემები პირად ცხოვრებაში თუ სხვაგან დავეხმარო ფსიქოლოგიის დახმარებით. იმის გამო რო ბავშობიდან ვცეკვავდი მრავალ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ძალიან მომწონს უცხო ქვეყნების ტრადიციების და კულტურის შესწავლა. ასევე ძალიან მიყვარს კითხვა, ჩემი საყვარელი მწერალია დოსტოევსკი და ანრი ბეილი (სტენდალი). ილიას უნივერსიტეტში მაქვს არჩეული მეორე პროფესიად ძველი მსოფლიოს ლიტერატურა. პირველი კურსიდან ვარ სტიპენდიანტი და წარმატებული სტუდენტი, იმედია ასე გავაგძელებ...

No comments:

Post a Comment